ბანანის და შვრიის ხრაშუნები…

ვისაც შემოდგომის გრილ საღამოებში ჩაის სმა და ტკბილეულის ხრაშუნი უყვარს, ეს რეცეპტი აუცილებლად გამოადგება. ყველაზე გამოუცდელი ადამიანისთვისაც კი მარტივი მოსამზადებელია, თქვენ თითონ ნახავთ. 🙂

შემადგენლობა:

1) ბანანი -1 მოზრდილი;

2) კვერცხი – 1ც;

3) შაქარი – 50გ;

4) ფქვილი – 70გ;

5) შვრია – 100 გ;

6) კარაქი – 30გ;

7) გამაფხვიერებელი – 1ჩ/კ;

8) ვანილი;

9) მარილი – მწიკვი

    სურვილის მიხედვით, შეგიძლიათ დაამატოთ ჩირეული, თხილი ან შოკოლადის წვეთები.

მომზადება:

    ბანანი დავანაწევროთ და კარგად გავსრისოთ ჩანგლით, შემდეგ დავუმატოთ შაქარი და ამოვურიოთ. ავთქვიფოთ 1ც კვერცხი და ჩავამატოთ ბანანიან მასაში; ნელ-ნელა დავამატოთ კარაქი, ფქვილი, გამაფხვიერებელი, მარილი და ვანილი; ბოლოს დავამატოთ შვრია და ნაზად ამოვურიოთ. ცომი გამოვა რბილი და ადვილად განაწილდება სადილის კოვზების გამოყენებით ფორმაზე.

  გამოვაცხოთ ქაღალდდაფენილ, ცხიმწასმულ ფორმაზე. ღუმელი წინასწარხრაშუნები გავახუროთ საშუალო ტემპერატურაზე. ხრაშუნებს, დაახლოებით, 15 წუთი სჭირდება გამოსაცხობად. 8-10 წუთი ქვედა ცეცხლზე და 4-5 წუთი ზედა ცეცხლზე. ამ რაოდენობის ინგრედიენტებით გამოდის დაახლოებით 15-16 ხრაშუნა.

      გააგრილეთ და  მიირთვით ჩაისთან, ყავასთან ან ცხელ შოკოლადთან ერთად. ტკბილ შემოდგომას გისურვებთ. 🙂

 

Advertisements

2 Comments Add yours

  1. რაღაც ძაან გემრიელობა ჩანს უნდა მოვამზადო ამ შაბათ კვირას ❤ მადლობა და მეტი რეცეპტები ხალხს)))

    1. belfii says:

      იქნება რეცეპტები…. :* გამიზიარე, როგორ მოგეწონება, როდეესაც გააკეთებბ… ❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s