სტაფილოს და ქინძის სუპი

გემრიელი, სასარგებლო, მმმ, კიდევ ნოყიერი. ნამდვილად ასეთია სტაფილოს სუპი. 🙂 შემოდგომის და ზამთრის ცივი საღამოების გასაფერადებლად საუკეთესო საშუალებაა. სტაფილოს მოყვარულებს განსაკუთრებით მოგეწონებათ, მოამზადეთ, არ ინანებთ.

შემადგენლობა:

1) სტაფილო _ 400გ;

2) კარტოფილი _ 1 ცალი, საშუალო ზომის;

3) ხახვი _ 1 ცალი საშუალო თავი;

4) ბოსტნეულის ბულიონის კუბი _ 1 ცალი;

5) კარაქი _ 10გ;

6) ზეთი _ 1 ს/კ;

7) ქინძის სუნელი _ 1/2 ჩ/კ;

8) უცხო სუნელი _ 1/2 ჩ/კ;

9) ქინძი _ 1 დიდი კონა;

10) მარილი, პილპილი _ გემოვნებით.

მომზადება:

ცეცხლზე დადგით ქვაბი, რომ გაცხელდება ჩააგდეთ კარაქი და ჩაასხით ზეთი. წვრილად დაჭერით ხახვი და ჩაყარეთ ქვაბში. ხახვი, რომ მოიშუშება, ჩაამატეთ კუბებად დაჭრილი კარტოფილი, მრგვალ ნაჭრებად დაჭრილი სტაფილო. მოშუშეთ და დაახლოებით 5 წუთში დაასხით წყალი, ისე, რომ ბოსტნეულს 2-3 სმ-ით აცდეს. ცოტა ხანში დაამატეთ ბოსტნეულის კუბი და სუნელები.

როდესაც სტაფილო მთიანად დარბილდება, სუპი შეაზავეთ მარილით და პილპილით, დაამატეთ ქინძის ნაწილი, გადმოდგით ცეცხლიდან და ხელის ბლენდერით აქციეთ პიურედ. შემდგომ ისევ დადგით ცეცხლზე, თუ სჭირდება დაამატეთ მარილი და პილპილი. სუფრასთან მიიტანეთ ცხელი და მოაყარეთ ბლომად დაჭრილი ქინძი.

გემრიელად მიირთვით! 🙂

Advertisements

5 Comments Add yours

  1. აი ჯერ ხრაშუნები უნდა მოვამზადო და მერე სუპსაც მივხედავ ❤ გემრიელი და თბილი პოსტია ^^

    1. belfii says:

      მადლობა ფუმფულა ფიფქო.. ❤

  2. კარაქი იმდენად სპეციფიურ გემოს აძლევს სუპს, რომ მირჩევნია ხოლმე თავი ავარიდო. ყოველ შემთხვევაში, ჩემი მაწვნის სუპი ცუდ რამედ აქცია ))
    უზეთო, უკარაქო <ე

    1. belfii says:

      ამ სუპს ძალიან უხდება კარაქი, რადგან უფრო მსუყე ტიპის სუპია, მაგრამ მაინც გემოვნებაზეა. :))) თუ არ გიყვარს კარაქი წვნიანში, უცხიმო უფრო მოგეწონება. თუ მოამზადებ, მითხარი როგორ მოგეწონება 🙂

      1. ბევრჯერ გამიკეთებია, ძალიან მიყვარს ზოგადად სუპები. რაც მთავარია მსუბუქია , ცხელია და ზამთარს უხდება, ))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s