ბორშჩი ხორცის გარეშე

ბორშჩი ჩემთვის ძალიან საყვარელი წვნიანია. ზამთარში ხშირად ვაკეთებ ხოლმე, მამაჩემის რეცეპტით. :)) ჰო, მამაჩემი უგემრიელეს ბორშჩს და არამხოლოდ ბორშჩს ამზადებს. ხოდა თქვენც გაგიზიარებთ. ამჯერად უხორცო, ვეგეტარიანულ და სამარხო ვერსიას, მე ასეთი უფრო მიყვარს (ალბათ ზოგიერთი იფიქრებს პირის გემო არ აქვსო 😀 ).

შემადგენლობა:

  1. კომბოსტო _ 1 პატარა თავი (ან საშუალო თავის ნახევარი);
  2. სტაფილო _ 2 ცალი, მოზრდილი;
  3. ჭარხალი _ 2 ცალი, საშუალო;
  4. ბულგარული წითელი _ 1 ცალი საშუალო;
  5. მწარე წიწაკა _ გემოვნებით;
  6. კარტოფილი _ 2 ცალი მოზრდილი;
  7. პომიდორი _ 1 ცალი;
  8. ტომატ პასტა _ 1 ჩ/კ;
  9. ხახვი _ 2 ცალი;
  10. ნიორი _ 2 კბილი;
  11. ნიახური _ პატარა კონა;
  12. ცერეცო/კამა (დასავლეთში, რომ ცერეცოს ეძახიან და აღმოსავლეთში კამას და ნაკლებად მძაფრი სურნელი რომ აქვს 😀  იგივე DillУкроп)
  13. ოხრახუში _ საშუალო ზომის კონა;
  14. დაფნის ფოთოლი _ 2, 3 ცალი;
  15. ზეთი _  ს/კ;
  16. კარაქი _ 1 ს/კ;
  17. ძმარი _ 1 ს/კ;
  18. შაქარი _ 1/2 ს/კ
  19. მარილი, პილპილი _ გემოვნებით.

მომზადება:

ბოსტნეული გავრეცხოთ და გავთალოთ. კომბოსტო დავჭრათ თხელ, გრძელ ნაჭრებად, კარტოფილი საშუალო ზომის კუბებად, მოზრდილ ღრმა ქვაბში ავადუღოთ წყალი და ჩავყაროთ კარტოფილი და კომბოსტო. ვადუღოთ საშუალოზე დაბალ ცეცხლზე.

პარალელურად, წვრილად დავჭრათ ხახვი, ბულგარული, მწვანილი, დავხეხოთ სტაფილო და ჭარხალი. ტაფაზე დავასხათ 1 ს/კ ზეთი და 1 ს/კ კარაქი, როდესაც გადნება დავაყაროთ ხახვი და 1 კბილი ნიორი, 2-3 წუთში დავამატოთ ბულგარული და სტაფილო. მალევე დავამატოთ დახეხილი ჭარხლის ნახევარი,  მწვანილების ძირები (ძირები უხეშია, მე ხშირად მოშუშვისას ვამატებ ბორშჩში) დავაყაროთ შაქარი და მოვასხათ ნახევარი ს/კ ძმარი.

ცალკე გადავდგათ ჭარხლის დარჩენილი ნაწილი და  მოვასხათ 1/2 ს/კ ძმარი. შემდეგ დავამატოთ დაჭრილი და კანგაცლილი პომიდორი, ტომატ-პასტა, მოვაყაროთ ცოტა მარილი და პილპილი, თავზე დავაფაროთ და ვშუშოთ 20 წუთი, საშუალოზე დაბალ ცეცხლზე.

20 წუთის შემდეგ (როდესაც კარტოფილი რბილი იქნება) მოშუშული ბოსტნეული ჩავამატოთ ქვაბში, ჩავაგდოთ დაფნის ფოთოლი; როდესაც მოიყენებს, მოვხადოთ ქაფი; დავამატოთ დარჩენილი (1 კბილი) ნიორი, შევაზავოთ მარილით, პოლპილითა და წიწაკით, ვხარშოთ დაბალ ცეცხლზე 2-3 წუთი. შემდეგ, ჩავყაროთ დარჩენილი ჭარხალი, მწვანილი და გადმოვდგათ ცეცხლიდან. ქვაბს არ ახადოთ თავი დაახლოებით 5 წუთიborschi.  თქვენი გემრიელი წვნიანი მზად არის.

ბორშჩს ძალიან უხდება პამპუშკები (პატარა ფუმფულა ნივრიანი პურები), მარტივი მოსამზადებელია. რეცეპტს ცოტა ხანში დავწერ და შემოგთავაზებთ. გემრიელად მიირთვით!

Advertisements

12 Comments Add yours

  1. აქტიურად ვადევნებ თვალს თქვენს ბლოგს, ძალიან მომწონს – ბელფის გემრიელუკა ბლოგია ❤

  2. belfii says:

    მადლობა დიიიდიი. ვეცდები ახალი რეცეპტები შემოგთავაზოთ ხოლმეე ❤

  3. აუ ისეთი ბორშჩი გამოვიდა აიი სუპერრრრრ:))))))რავიცი ძალია მოგვეწონა მე და ჩემ ფისუნას წვნიანი ასე გემრიელად დიდი ხანია არ მიჭამია, ბელფი მადლობაააა :* :*

    1. belfii says:

      დიდი მადლობაააა..მაგარია რო მოგეწონაათ.. :* :* :*

  4. ნანა says:

    სუპერ ბორში გამოვიდა, ყველამ აღნიშნა რომ ასეთი გემრიელი აქამდე არსად უჭამიათ. მადლობააა

    1. belfii says:

      მადლობა თქვენნ, ასეთი კომენტარისთვის :)))

  5. ლანა says:

    ძალიან დიდი მადლობა! !! ორჯერ გავაკეთე და ორჯერვე უგემრიელესი გამოვიდა! ფერიც არაჩვეულებრივი!!!

  6. ლანა says:

    ძალიან დიდი მადლობა! უკვე ორჯერ გავაკეთე თქვენი რეხეპტით და ორჯერვე ძალიან გემრიელი და კარგი ფერის გამოვიდა! :* :*

    1. belfii says:

      ძალიან მიხარიააა :))))) ❤

  7. ახლა ვცდი მეც:)

    1. belfii says:

      დარწმუნებული ვარ გემრიელი გამოგივათ :))

    2. belfii says:

      წარმატებები :))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s