გუაკამოლე

     გუაკამოლე, მისი წმინდაწყლის მექსიკურობისდა მიუხედავად, ქართულ გემოებს მახსენებს. მე ძალიან მიყვარს, მარტივია, სასარგებლო და ძალიან გემრიელი. ჩემმა მეგობარმა მთხოვა ეს რეცეპტიც დამეწერა ბლოგზე, ხოდა ვწერ, იქნებ ვინმეს გამოადგეს. 🙂

     გუაკამოლეს მთავარი ინგრედიენტი, ავოკადო, დიდი რაოდენობით ცხიმებს შეიცავს, თუმცაღა უჯერ ცხიმებს, რომელთა მიღებაც ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა. უჯერი ცხიმების გარდა, ავოკადო შეიცავს, დიდი რაოდენობით მიკროელემენტებს და სასარგებლო თვისებებით ნამდვილად გამოირჩევა. ის აძლიერებს იმუნურ სისტემას, ხელს უწყობს სისხლში ცუდი ქოლესტერინის დონის დაკლებას, იცავს გულის დაავადებებისგან, ანელებს დაბერებას, ხელს უშლის ჰიპერტენზიის (მაღალი წნევის) განვითარებას, არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს და ა.შ. მოკლედ, ნამდვილად გირჩევთ, შეძლებისდაგვარად (საკმაოდ ძვირი ღირს, 1 ცალი 4-5 ლარამდე, წონის მიხედვით) ხშირად მიიღოთ ავოკადოს შემცველი საკვები.

შემადგენლობა:

  1. ავოკადო _ 1 ცალი, მწიფე;
  2. ნიორი _ 1 დიდი კბილი;
  3. ხახვი წითელი _ პატარა თავი;
  4. ლაიმის წვენი (ულაიმობისას ლიმნის წვენი ან თეთრი ძმარი :D) _ 1 ს/კ;
  5. ქინძი _ 1 მოზრდილი კონა;
  6. მწარე წიწაკა _ გემოვნებით;
  7. მარილი, პილპილი _ გემოვნებით;
  8. ზეითუნის ზეთი _ გემოვნებით (მე 1ჩ/კ ვამატებ, ზოგ რეცეპტში საერთოდ არ ემატება).

მომზადება:

    ავოკადო გაჭერით შუაზე, მხარეები ერთმანეთის საპირისპირო მიმართულებით დაატრიალეთ და ნაყოფი შუაზე გაიყოფა. კურკა შეგიძლიათ დანით ამოიღოთ (როგორც ამ ვიდეოშია ნაჩვენები _ ავოკადოს დაჭრა). თუ იმ ან მეორე დღესვე აპირებთ საკვებად გამოყენებას, ეცადეთ შერჩევისას თანაბარი მუქი მწვანე ფერის, მაგრამ შეხებისას ოდნავ რბილი ავოკადო იყიდოთ, თუ მაგარ ავოკადოს იყიდით, სახლში დააწყვეთ და რამდენიმე დღეში დამწიფდება (დააკვირდით, რომ შერჩეულ ავოკადოს არ ჰქონდეს მუქი ფერის ლაქები, გადამწიფების ნიშანია).

         ავოკადოს კოვზით ამოაცალეთ რბილობი, გადმოიღეთ მომცრო ზომის ჯამში და ჩანგლით კარგად დაჭყლიტეთ. შეურიეთ დანაყული ან დაჭყლეტილი ნიორი, წვრილად დაჭრილი ხახვი (მე ხან რამდენიმე ღერ მწვანე ხახვსაც ვუმატებ, ჩემი აზრით ძალიან უხდება), ლაიმის წვენი, წიწაკა, მარილი და პილპილი. კარგად აურიეთ და თქვენი გუაკამოლეც მზადაა.

     ძალიან გემრიელია შოთის პურებზე გადასმული. მექსიკაში მიირთმევენ სიმინდის ჩიფსებთან ერთად. რეცეპტების დიდ ნაწილში პომიდორიც ფიგურირებს, მე უპომიდორო მირჩევნია, ამიტომ ეს რეცეპტი შემოგთავაზეთ.

      გემრიელად მიირთვით!

Advertisements

2 Comments Add yours

  1. tamtushki says:

    დღეს დილას გავაკეთე. უუუგემრიელესია და რაც მთავარია, ‘ასხივებს’ ჯანმრთელობას :)))

    1. belfii says:

      ზალიან მიხარია, რომ კარგი გამოვიდა და მოგეწონაა :* :*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s