პამპუშკები

პამპუშკები გემრიელი და ფუმფულა ფუნთუშ-პურუკებია და ძალიან უხდება ბორშჩს და სხვა წვნიანებს; მე ცალკეც გემრიელად მივირთმევ ხოლმე. ამ ყველაფერთან ერთად, უმარტივესი მოსამზადებელია, ხოდა არ დაიზაროთ, გააკეთეთ. 🙂

შემადგენლობა:

  1. ფქვილი _ 250 გ;
  2. რძე _ ½ ჭ;
  3. საფუარი _ 1 ½ ჩ/კ;
  4. შაქარი _ გემოვნებით (მე ერთ ჩაის კოვზს ვამატებ);
  5. კარაქი _ 1 ს/კ;
  6. მარილი _ გემოვნებით;
  7. ზეთი _ 1 ს/კ;
  8. ნიორი _ 2 კბილი
  9. კვერცხი _ 1 ც (თავზე მოსასმელად)
  10. სეზამის მარცვლები თავზე მოსაყრელად, სურვილისდა მიხედვით.

 

მომზადება:

   შემთბარ რძეში ჩაყარეთ საფუარი და კარგად მოურიეთ. ჩაამატეთ შაქარი, მარილი, გაცრილი ფქვილი, კარგად დარბილებული კარაქი და მოზილეთ რბილი ცომი. მოაგუნდავეთ, დააფარეთ კულინარული ცელოფანი და გააჩერეთ სითბოში 30 წუთით, რომ ამოფუმფულდეს.

     პარალელურად, 200 გრადუსზე (°C)  გაახურეთ ღუმელი ( საშუალოზე მაღალი, თუ გაზის ღუმელი გაქვთ, ჩემსავით :D). ცომისგან მოამზადეთ კვერცისხელა ბურთები, დააწყვეთ პერგამენტიან ფორმაზე და გააჩერეთ კიდევ 30 წუთს. კარგად, რომ დაბუთქუნდება, მაკრატლით, მსუბუქად, გაუკეთეთ ჯვარედინი ნაჭდევები, მოუსვით ათქვეფილი კვერცხი (თუ გაქვთ სურვილი, მოაყარეთ სეზამის მარცვლებიც ) და შედგით ღუმელში, 20 წუთით, ზედა თაროზე. თუ მანამდე დაიწყო დაბრაწვა, ოდნავ ჩაუწიეთ ღუმელს. გამორთვამდე 1 წუთით ადრე თავზე გადაუსვით დაჭყლეტილი ნივრისა და ზეთის ნარევი, შემდეგ, ისევ შეაბრუნეთ ღუმელში და 1 წუთში თქვენი გემრიელი და უფუმფულესი პამპუშკები მზად არის!

     გემრიელად მიირთვით! მუცელზე ხელს რომ მოისვამთ, ჩემი ხსენება არ დაგავიწყდეთ. 😀 😀

 

 

 

 

 

 

 

Advertisements

2 Comments Add yours

  1. ჯერ ხრაშუნები უნდა მოვამზადო და მერე ამაზეც გადავალ 🙂 🙂

  2. belfii says:

    ფუმფულა ფიფქო, მუცელზე ხელი მოისვი 😀 :))))

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s