ღუმელში გამომცხვარი კარტოფილი

  ჯეიმი ოლივერზე კულინარიის მოყვარულებს და არამოყვარულებსაც გსმენიათ. ხოდა ეს გამომცხვარი კარტოფილიც youtube-ს ჯეიმისეულ გვერდზე ვიპოვე. მაშინვე მივხვდი, რომ ძააალიან გემრიელი იქნებოდა. ხოდა კიდევაც მოვამზადე. მართლაც, დამიჯერეთ, უუგემრიელესია, მარტივი და განსხვავებული.

შემადგენლობა:

  1. კარტოფილი _ 1კგ;
  2. კარაქი ან ზეთი _ 20-30 გრამი;
  3. მარილი და პილპილი _ გემოვნებით;
  4. დაფნის ფოთოლი, როზმარინი, ნიორი, ცერეცო (Dill) _ გემოვნებით;

მომზადება:

 კარტოფილი დავჭრათ საშუალო ზომის ნაჭრებად და მოვხარშოთ ადუღებულ, მარილიან წყალში, 10 DSC_1300წუთის განმავლობაში. შემდგომ, გადავწუროთ და ცოტა ხნით დავტოვოთ საწურზე, რომ ზედმეტი წყლისგან დაიწრიტოს. ფორმას წავუსვათ კარაქი (კარაქი ბევრად უფრო ახრატუნებს და აგემრიელებს, თუ ნაკლებად კალორიული გინდათ, ზეთით შეცვალეთ), დავაყაროთ კარტოფილი, ზემოდანაც მოDSC_1304ვაყაროთ კარაქის ნაჭრები, შევკმაზოთ მარილით და პილპილით და შევდგათ წინასწარ საშუალოზე მაღალ ტემპერატურაზე გახურებულ ღუმელში.

 სანამ კარტოფილი იბრაწება, რამდენიმე კბილი ნიორი (კანიანად), 3-4 ღერი ცერეცო, 1დაფნის ფოთოლი და ცოტა როზმარინი (სუნელი ან ნედლი ტოტი, მძაფრი გემო აქვს და თქვენი სურვილისამებრ გამოიყენეთ) ავურიოთ ერთმანეთში, მოვასხათ სDSC_1307ულ ოდნავ ზეთი და გადავდგათ გვერდით.

   კარტოფილი კარგად რომ დაიბრაწება (დაახლოებით ნახევარ საათში), გამოვიღოთ, მოვაყაროთ სუნელებიანი და ნივრიანი მასა, ოდნავ ჩავჭყლიტოთ სუფრის კოვზით ან საჭყლეტით და შევაბრუნოთ ღუმელში კიდევ 10 წუთით. თუ კარგად არ დაიბრაწა, ზედა ცეცხლი ჩაურთეთ 2-3 წუთით.DSC_1312

 ესეც ასე, შედეგი დამიჯერეთ ძალიან კარგი იქნება. ხრატუნა კარტოფილები, ფაფუკი და ნაზი გულით, საოცარი არომატებით. პარალელურად გემრიელი, ვიტამინებიანი ხრატუნა სალათი მოვამზადე, ძალიან მოუხდა.

DSC_1326

 მეც პირველად გავაკეთე და არ ვინანე, არ ინანებთ თქვენც. :)))

  შთაბეჭდილებები გამიზიარეთ კომენტარებში.

Advertisements

3 Comments Add yours

  1. ახლა აღმოვაჩინე შენი ბლოგი მეგობრის დახმარებით. მესიამოვნა.
    ვეგეტარიანელი ხარ?

    1. belfii says:

      :)) მადლობა, რომ შემოიხედეთ, ამ დღეებში ახალ რამეებს დავამატებ.. არა, არ ვარ ვეგეტარიანელი.. :)))

  2. ძალიან გემრიელად გამოიყურება უნდა ვაცადო და მოვამზადო ❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s