ხრატუნა სალათი

 მე ძალიან მიყვარს ხრატუნა, უმი ბოსტნეულის სალათები, მაიონეზის და მსგავსი რამე-რუმეების გარეშე. საბაზისოდ სალათის ფოთლებს და მწვანილებს ვიყენებ, ხან სტაფილოს და მწვანე ვაშლს ვუმატებ, ხან ბოლოკს და ჭარხალს, ხან (ზაფხულის სეზონზე, ძირითადად) კიტრს და პომიდორს, მოკლედ ყველა ფორმით მომწონს.

 ამჯერად, ბოლოკით და ჭარხლით მოვამზადე, ძალიან გემრიელი გამოვიდა. თან, ჩემზე ანტიდეპრესანტივით მოქმდებს ასეთ უჟმურ ამინდებში, ეს ფერად-ფერადი ბოსტნეული. 🙂

 შემადგენლობა:

  1. სალათის ფოთლები _ 1 კონა;
  2. ჭარხალი _ 1 საშუალო ზომის თავი;DSC_1309
  3. ბოლოკი _ 2 საშუალო ზომის თავი;
  4. მწვანე ხახვი _ 1 პატარა კონა;
  5. ქინძი _ 1 დიდი კონა;
  6. ცერეცო _ 1 პატარა კონა;
  7. თეთრი ღვინის ძმარი _ 1 ჩ/კ;
  8. ზეთი _1 ½ ს/კ;
  9. მარილი და პილპილი _ გემოვნებით.DSC_1311

 ბოსტნეული და მწვანილები დაჭერით თქვენთვის სასურველ ზომაზე. შეგიძლიათ ჭარხალი და ბოლოკი დახეხოთ, თუმცა მე არ დავხეხე, ასე უფრო მეგემრიელება. სალათის ფოთლები კარგად გარეცხეთ და შეაშრეთ, შემდგომ კი დაფლითეთ ხელით. როგორც ვიცი დაფლეთისას უკე თ ინარჩუნებს სასარგებლDSC_1314ო თვისებებს. 🙂 ბოლოს სალათს მოასხით თეთრი ღვინის ძმარი (თუ არ გიყვართ ლიმნის წვენი), ზეთი და შეკმაზეთ მარილით და პილპილით.

 გემრიელად მიირთვით!

Advertisements

4 Comments Add yours

  1. მმ, სალათის ფოთლები ჭარხალთან ერთად არასდროს მიცდია. მადლობა ❤

  2. belfii says:

    იმედია მოგეწონებაა ❤

  3. ახლა გავაკეთე და ვხრატუებ არაფერი მესმის 😀 თუ რამე მომწერე 😀 ბულგარული დავამატე წითელი და ეგაა ცოცხალი ხრატუნა და გემრიელი მადლობა ბელფიკო :* fresh and healthy :*

  4. belfii says:

    ჰაჰაააა :)))))))) არაფრის, გემრიელად მიირთვი :*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s