ბოსტნეულის ცხელი სალათი

 ალბათ ყველას გქონიათ შემთხვევა, რომ რაღაც გინდათ, მაგრამ ბოლომდე არ იცით რა. მერე კიდევ, იმის გათვალისწინებით, თუ რა გაქვთ მაცივარში და თაროებზე, იწყებთ მზადებას. 🙂

 დღესაც მინდოდა რაღაც გემრიელობის მომზადება, ზუსტად არ ვიცოდი რის. მოვამზადე კიდეც. წინასწარი რეცეპტი არ მქონია, თუმცა შეიძლება ჩინურ სტილში შემწვარი ბოსტნეულის ცხელი სალათა დავარქვათ. 🙂

შემადგენლობა:

  1. ბულგარული წიწაკა (სხვადასხვა ფერის) _ 3ც;
  2. სტაფილი _ 2-3ც, მოზრდილი;
  3. ბროკოლი _ 1 პატარა თავი;
  4. მწვანე ხახვი _ 3-4 ღერი;
  5. წითელი ხახვი _ 1 პატარა თავი;
  6. ქინძი _ 1 პატარა კონა;
  7. ნიორი _ 1 კბილი;
  8. მწარე წიწაკა _ გემოვნებით;
  9. თეთრი ღვინის ძმარი _ 1-2 ჩ/კ;
  10. სოიოს სოუსი _ 1 ს/კ;
  11. ზეთი 1-2 ს/კ;
  12. მარილი და პილპილი გემოვნებით.

მომზადება:

 დაჭერით ბოსტნეული სასურველი ფორმის ნაჭრებად, უბრალოდ, უკეთესია, თუ მოზრდილი ნაჭრები იქნება. მე ბულგარულს, ხახვს, გრძივ ნაჭDSC_1553რებად ვჭრი, სტაფილოს _ რგოლებად.

 ტაფაზე დაასხით ზეთი, კარგად გაახურეთ და პირველ რიგში შეწვით სტაფილო; მუდმივად ურიეთ ან შეანჯღრიეთ ხოლმე ტაფა; ოდნავ რომ მოიბრაწება ( არ უნდა დარბილდეს ძალიან), გადმოიღეთ ცალკე ჭურჭელში. შემდეგ, იმავე პრინციპით შეწვით ბულგარული. ბულგარულიც, შეწვის შემდეგ, მოათავსეთ ცალკე ჭურჭელში.

 ტაფაზე დაყარეთ ყვავილედებად დანაწილებული ბროკოლი, დაასხით ოდნავ წყაDSC_1559ლი, 1 ჩ/კ ძმარი და დაახურეთ თავზე 5 წუთით. ამ დროში ოდნავ უნდა შერბილდეს, ახადეთ თავი, ამოაშრეთ თუ დარჩება წყალი და დაამატეთ უკვე შემწვარი ბოსტნეული, წიწაკა და ნიორი. შეკმაზეთ მარილით და პილპილით. 2-3 წუთის შემდეგ დაამატეთ სოიოს სოუსი (მე ამჯერად არ მქონდა და ოდნავ ძმარი დავამატე კიდევ), მწვანე ხახვი, მწვანილები და ამოურიეთ, 1-2 წუთში დაამატეთ წითელი ხახვიც და გადმოდგით ტაფა ცეცხლიდან.

 ძალიან გემრიელი გამოვიდა, ჩემმა “ჟიურიმაც” დადებითაც შემიფასDSC_1569ა. 😀

გემრიელად მიირთვით!

Advertisements

One Comment Add yours

  1. დედიკოს უნდა მოვამზადებინო )))) ❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s