საოფისე ნაძვის ხე :)

 მიყვარს ახალი წელი.. ახალი წლის სუნი, ახალი წლის გემოები, ახალი წლის განწყობა..ბავშვობაში მაბრუნებს. ჰოდა რატომ არ უნდა მოვიდეს ახალი წელი ოფისშიც? 🙂

 დღეს გადავწყვიტე, სანამ სამსახურში, ოთახში, ნაძვის ხეს შევიძენდით, მე ჩემი ნაძვის ხე “დამედგა”.

 გიზიარებთ “რეცეპტს”. 🙂

დაგჭირდებათ:

  1. მეტალის სკრეპები;
  2. მეტალის ჭიკარტები;
  3. კედელი 🙂

 ააწყვეთ მეტალის სკრეპები გრძელ ჯაჭვად. დაამაგრეთ ჭიკარტები კედელზე (ბოლომდე არ ჩაარჭოთ) ნაძვის ხის წვერში, ტოტების დასაწყისებში და ბოლოებში. დაამაგრეთ აცმის შუაგული ნაძვის წვეროზე და გადაანაწილეთ ჯაჭვის დანარჩენი ნაწილი სხვა ჭიკარტებზე, თუ სიგრძე არ გეყოთ, მიამატეთ. 🙂 როდესაც გადაანაწილებთ ჯაჭვს, კარგად დაამაგრეთ ჭიკარტებიც.

 ნაძვის ხის ძირითადი ნაწილი სულ ეს არის. შეგიძლიათ გააფორმოთ სურვილის და გემოვნების შესაბამისად. მე ასტრონომიით ვარ “შეპყრობილი”, ჰოდა სათამაშოების თემაც შესაბამისი ავიღე. მხოლოდდამხოლოდ, სურიკატი ჩავამატე (მანგუსტისებრთა ოჯახის მხიარული წარმომადგენელი), ისე, განწყობისთვის. :))) ამოვბეჭდე ფიგურები ფერად პრინტერზე და შემეგ გამოვჭერი.

 შეგიძლიათ მოსართავად ნამდვილი სათამაშოებიც გამოიყენოთ, ან თქვენთვის სასურველი სხვა თემატიკა შეარჩიოთ.

  უკეთეს ფოტოებს ხვალ შემოგთავაზებთ. 🙂10421206_10152838705582209_5798026907880938453_n

2 Comments Add yours

  1. ჩვენი კრეატივი ❤ ❤ აღნიშნული ნაძვის ჩხირკედალოების მომსწრე გავხდი, ძალიან ლამაზიაა))) ❤ ❤

  2. belfii says:

    :))) დიდი მადლობა ფუმფულაფიფქო.. მიხარია, რომ მოგწონსსსს ^_^ :* ❤

Leave a reply to fluffysnowflake Cancel reply