ბრინჯი ბოსტნეულით, ჩინურ სტილში

 ბრინჯი ძალიან მიყვარს, თანაც ისეთი პროდუქტია, რომლითაც ბევრი განსხვავებული გემოს და სტილის მქონე კერძის მომზადება შეიძლება. განსაკუთრებით, მიყვარს ბრინჯის ე.წ stir fry (სწრაფად შემწვარი) ბოსტნეულთან ერთად. ეს ძალიან მარტივი და სწრაფად მოსამზადებელი კერძია, რომელშიც შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვა კერძის მომზადებისას მორჩენილი პროდუქტები.
ძირითადი ინგრედიენტებია ბრინჯი, კვერცხი, სოიოს სოუსი, ბოსტნეული კი, შეგიძლიათ თქვენი გემოვნებით შეარჩიოთ. მრავალ შემთხვევაში იყენებენ ბულგარულს, სტაფილოს, ბარდას და უმატებენ მწვანე ხახვსა და ქინძს. გთავაზობთ გემრიელი შემწვარი ბრინჯის რეცეპტს, ჩემებურად. 🙂

შემადგენლობა:

  1. ბრინჯი (გრძელი სახეობის, მაგ: ბასმატი) _ 1 ჭიქა;
  2. სტაფილო _ 2ც, საშუალო ზომის;
  3. ბულგარული წითელი _ 2 ც;
  4. კვერცხი _ 2ც;
  5. მწვანე ხახვი _ 1 პატარა კონა;
  6. ქინძი _ 1 პატარა კონა;
  7. ჯანჯაფილი (კოჭა) _ 1 სმ-იანი ნაჭერი;
  8. ნიორი _ 1-2 კბილი;
  9. წიწაკა _ გემოვნებით;
  10. სოიოს სოუსი _ 3 ს/კ;
  11. მარილი, შავი პილპილი _ გემოვნებით
  12. ზეთი _ 1 ს/კ.

მომზადება:

 ბრინჯი მოხარშეთ და კარგად დაწურეთ (შეგიძლიათ წინა ღამითაც მოხარშოთ და დატოვოთ საწურზე.

 სტაფილო დაჭერით რგოლებად, ბულგარული გრძელ ნაჭრებად. ტაფაზე დაასხით ზეთი (უმDSC_1243ჯობესია ვოკზე შეწვათ, თუმცა არც მე მაქვს და ჩემი ტაფითაც იოლას გავდივარ :D), კარგად გაახურეთ და დაყარეთ სტაფილო. შეწვით 2-3 წუთის განმავლობაში და განუწყვეტლივ ურიეთ (თუ ზეთით დაწვის და სამზარეულოს დასვრის არ გეშინიათ, შეგიძლიათ ხელით ანჯღრDSC_1244იოთ ტაფა, ნელ-ნელა მშვენივრად “დაამუღამებთ”).

 სტაფილო გადმოიღეთ და შემდგომ, შეწვით ბულგარული, 1-2 წუთის განმავლობაში; გადმოიღეთ ბულგარული და ტაფის ცალ მხარეს დაახალეთ ორი კვDSC_1249ერცხი, თან განუწყვეტლივ ურიეთ, რომ ერთიან მასად შეიკრას; ტაფის მეორე კუთხეში შეწვით ნიორი და ჯანჯაფილი. შემდგომ ნივრიანი და კვერცხიანი მასა შეურიეთ, დააყარეთ ბრინჯი. კარგად აურიეთ და დაამატეთ სტაფილო და ბულგარული, წიწაკა; მოასხით სოიოს სოუსი, მოაყარეთ DSC_1251მარილი და პილპილი, მწვანე ხახვი, ქინძი და გამორთეთ.

 მიირთვით ცხელი, დამიჯერეთ, ძალიან გემრიელია. 🙂

Advertisements

6 Comments Add yours

  1. tinatin ebralidze says:

    საოფისე ნაძვის ხე მომეწონა ძალიან.სკოლაში გავაკეთებ.სამასწავლებლოში 🙂

    1. belfii says:

      :* იმედი მაქვს მოგეწონებააა. :*

  2. ბრინჯი სასტიკად არ მიყვარს, მაგრამ ბოსტნეულის ხათრით მიირთმევდა ადამიანი ❤ მოხარშულიც კვერცხიც მოუხდება..
    ეს ჯანჯაფილი კი არასდროს გამომიყენებია, მაგრამ ამ ბოლო დროს იმდენი იწერება მასზე, რომ უნდა შევიძინო )))

  3. belfii says:

    ჯანჯაფილი კარგი რამეა მართლაც, ნამცხვრებსაც ძალიან უხდება და ლიმონათიც მშვენიერი გამოდის 🙂 თან ბევრი სასარგებლო თვისებაც აქვს, როგორც ვიცი. 🙂

    უბრინჯო რეცეპტებსაც დავწერ და იმედია მოგეწონება 🙂 ❤

    1. ჩემთან ახლოს არ იყიდება, იმედია ვაგზალზე მაინც ვნახავ სადმე ))) თან ნამცხავრსაც უხდებაო? გაოცდება ადამიანი…
      აჰაამ, მეტი რეცეპტები ! ))

      1. belfii says:

        :))) ვაგზალზეც იყიდება, კარფურშიც, სმარტშიც.. ბევრგან არის :)))..
        ვეცდები ხშირად დავდო რეცეპტები ^_^

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s