ვაშლის ნამცხვარი

  შაბათ-კვირას, რომ “მოგიწინწილებთ” და რამე ტკბილი მოგინდებათ, საკუთარ თავს ხომ არ გაანაწყენებთ. ჰოდა, მოამზადეთ ვაშლის პატარა ნამცხვრები, ხრატუნა ცომით და რბილი და არომატული შიგთავსით. ეს ნამცხვარი კარგად ეხამება შემოდგომის და ზამთრის ცივ საღამოებს, ჩაისთან ერთად რომ ვატარებთ ხოლმე. 🙂

შემადგენლობა:

ფხვიერი მასისთვის:

  1. ფქვილი _ 320 გ;
  2. შაქარი _ 30 გ;
  3. ნახევარი ფორთოხლის ცედრა;
  4. მარილი _ 1/4 ჩ/კ
  5. ვანილი _ 1 ან 2 შეკვრა, გააჩნია რამდენად არომატულია;
  6. გამაფხვიერებელი _ 1 1/2 ჩ/კ;
  7. კარაქი -220 გ;
  8. კვერცხის გული -3 ც.

შიგთავსისთვის:

  1. ვაშლი _ 3 საშუალო ზომის;
  2. შაქარი _ 50გ;
  3. ფქვილი _ 2 ს/კ;
  4. დარიჩინი _ გემოვნებით;
  5. ლიმნის წვენი _ 1 ჩ/კ;
  6. ფორთოხლის წვენი _ 2 ს/კ;
  7. ნახევარი ფორთოხლის ცედრა.

ზემოდან მოსასმელად:

  1. ათქვეფილი კვერცხის გული.

მომზადება:DSC_1610

 ჯამში ჩაყარეთ ფქვილი, დაამატეთ ფორთოხლის ცედრა, შაქარი, მარილი, ვანილი, გამაფხვიერებელი და აურიეთ. შემდეგ დაუმატეთ გახეხილი ცივი კარაქი და ხელით აქციეთ ფხვიერ მასად. დაამატეთ კვერცხის გულები, ოდნავ ძალიან ცივი წყაDSC_1613ლი და მოაგუნდავეთ. გადმოიღეთ ფქვილიან მაგიდაზე და 1-2 წუთი ზილეთ, კარგად რომ შეიკრას. გაყეთ ორ ნაწილად, გაახვიეთ კულინარულ ცელოფანში და შეინახეთ მაცივარში, ნახევარი ან ერთი საათით (დროის გათვალისწინებით 🙂 ).DSC_1615

 სანამ ცომი ისვენებს, მოამზადეთ შიგთავსი. ვაშლი გათალეთ, დაჭერით პატარა ნაჭრებად, დააყარეთ ფორთოხლის ცედრა, ლიმნის და ფორთოხლის წვენი, შაქარი, ფქვილი, დარიჩინი და აურიეთ.

 გამოიღეთ ცომი, გააბრტყელეთ ფქვილმოყრილ ზედაპირზე (ფDSC_1625ქვილი არ დააკლოთ, თორემ დაიკრავს). სპეციალური ფორმის ან, როგორც ჩემს შემთხვევაში იყო, ორი ზომის ჭიქის საშუალებით, დაჭერით სხვადასხვა ზომის რგოლები, მოზრდილი და უფრო პატარა. პატარა რგოლებს გაუკეთეთ ჯვარედინი ნაჭდევები. მაფინების ან ტარტალეტების ფორმას წაუსვით ცხიმი, ჩDSC_1633ააფინეთ დიდი რგოლები, დააყარეთ ვაშლიანი მასა, მოუსვით ათქვეფილი კვერცხის გული, დააფარეთ პატარა რგოლები და პირები ჩაუკეცეთ, რომ ვაშლიანი მასა გვერდიდან არ გადმოვიდეს.

 გამოაცხვეთ საშუალოდ გახურებულ ღუმელში, 25 წუთის განმავლობაში. თუ ზემოდან კარგად არ დაDSC_1639იბრაწა, 5

წუთით ჩაურთეთ ზედა წვა.

 ძალიან უხდება ჩაი. გემრიელად მიირთვით! 🙂

 DSC_1685

Advertisements

2 Comments Add yours

  1. tinatin ebralidze says:

    რა მადის აღმძვრელად გამოიყურება…აუცილებლად გამოვაცხობ.მადლობა რეცეპტისთვის :*

    1. belfii says:

      არაფრის.. მიხარია, რომ მოგეონაა :*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s