დამარინადებული ბროკოლის სალათი

 ბროკოლი ძალიან ჯანსაღი და სასარგებლო პროდუქტია. თუმცა დიდხანს დამუშავება და ზედმეტი “ზეწოლა” არ უყვარს. მე ბროკოლის მოყვარულთა რიგებიდან ვარ და ამიტომ, ხშირად ვამზადებ კერძებს ამ ინგრედიენტით. კულინარული მუზა და მადა ერთად მოდიან ხოლმე და რამე გემრიელის გაკეთებას მაიძულებენ. ეს სალათიც ასე მომზადდა. ძალიან გემრიელია, ძალიან ხრატუნა, არომატული და ფერადი. აუცილებლად მოამზადეთ.

შემადგენლობა:

  1. ბროკოლი _ 1 მომცრო თავი ( 300 გრამამდე);
  2. სტაფილო _ 1-2 მოზრდილი;
  3. ბულგარული წითელი _ 2 ც;
  4. წითელი ხახვი _ 1 თავი;
  5. მწვანე ხახვი _ 2-3 ღერო;
  6. ოხრახუში _ პატარა კონა;
  7. ქინძი _ პატარა კონა;
  8. ნიორი;
  9. წიწაკა ნედლი _ გემოვნებით და სიცხარის სიყვარულის მიხედვით 🙂
  10. სოიოს სოუსი _ 2 ს/კ;
  11. თეთრი ღვინის ძმარი _ 1 ჩ/კ;
  12. შავი პილპილი  და მარილი _ გემოვნებით;

მომზადება:

 ბროკოლი დაანაწილეთ ყვავილედებად, სტაფილო და ბულგარული დაჭერით გრძელ ნაჭრებად. ქვაბში აადუღეთ წყალი, ჩაყარეთDSC_1693 მარილი, დაუწიეთ ცეცხლს და ჩაყარეთ დაჭრილი სტაფილო. 5 წუთში ამოიღეთ ქაფქირით (ოდნავ უნდა შერბილდეს), შემდეგ, ჩაყარეთ ბროკოლი და 2-3 წუთში (როდესაც ხასხასა ფერს მიიღებს და ოდნავ შერბილდება) ისიც ამოიღეთ. დაჭრილი ბულგარული ჩაყარეთ ჯამში, მოაყარეთ მარილი, პილპილი, სოიოს სოუსის ნაწილი და ოდნავ ასრისეთ ხელით. დაამატეთ ბროკოლი და სტაფილო, სანამ ცხელია ( წყალი არ შეაყოDSC_1695ლოთ). დააჭერით მწვანილები, ნიორი, მწვანე და წითელი ხახვი, წიწაკა. შემდეგ, მოასხით დარჩენილი სოიოს სოუსი, ძმარი, დაამატეთ პილპილი და მარილი და კარგად ამოურიეთ. გააჩერეთ 15 წუთს და მზად არის. დამიჯერეთ, ძალიან გემრიელია. სახლში, ჟიურის წევრებმა დადებითად შემიფასეს. 😀

გემრიელად მიირთვით!

Advertisements

2 Comments Add yours

  1. tinatin ebralidze says:

    ეს სალათი გავაკეთე,ოღონდ ბროკოლი არ მქონდა და ყვავილოვანი გამოვიყენე.უგემრიელესი გამოვიდა.მადლობა ელენე!

    1. belfii says:

      არაფრისსს. ^_^ კარგია, რომ გემრიელი გამოვდაა..

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s