გენერალ ცოს ქათამი (არატრადიციული რეცეპტი)

 გენერალ ცოს ქათამი, ჩინური კერძია, ჰუნანის პროვინციიდან, რომლის შექმნის ისტორიაც მთლად ნათლად არ არის ცნობილი. ივარაუდება, რომ შეიქმნა 50-იან წლებში, ამერიკიდან დაბრუნებული ჩინელი შეფების მიერ. ამ კერძის მხოლოდ ფოტოს ნახვაც კი, სასწაულ მადაზე მოგიყვანთ, არაჩვეულებრივად გამოიყურება ოქროსფერ კარამელში გახვეული ხორცის ნაჭრები. ბოლო პერიოდში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიური სამზარეულო ჩემი კუჭის ინტერესის ობიექტია და მეც ვცდილობ ასეთი მადისაღმძვრელი კერძები მოვამზადო და დავაგემოვნო.

 ტრადიციულ ვარიანტში, გენერალ ცოს ქათმის მომზადებისას, ქათამი ჯერ იწვება ბლომად გახურებულ ზეთში (როგორც კარტოფილი ფრი). მე, ამჯერად ქათმის ნაჭრები, უბრალოდ ტაფაში შევწვი. საკუთარი კუჭი ვერ გავიმეტე ამდენი ცხიმისთვის, 🙂 თან, სიმართლე გითხრათ, ვფიქრობ, ასე უფრო გემრიელი იქნება.

მოკლედ,  კერძის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

  1. ქათმის ფილე _3 ნაჭერი;
  2. ნიორი _ 2 კბილი;
  3. კოჭა/ჯანჯაფილი _ 1 სმ-იანი ნაჭერი;
  4. გამხმარი წიწაკა _ 1-2 ცალი (გემოვნებით);DSC_0186
  5. ნედლი მწვანე წიწაკა _ 1ც;
  6. მწვანე ხახვი _ 1 პატარა კონა;
  7. სიოის სოუსი _ 5 ს/კ;
  8. ღვინის ძმარი _ 2 ს/კ;
  9. ფორთოხალი _ 1ც;
  10. შაქარი _ 70 გ;
  11. სიმინდის სახამებელი _ 1 ს/კ;
  12. ზეთი _ 2 ს/კ;
  13. მარილი, პილპილი _ გემოვნებით.DSC_0193

მომზადება:

 ქათმის მკერდის ფილე (კლასიკურ ვარიანტში გამოიყენება ქათმის თეძოს და ბარკლის ფილე) დაჭერით მომცრო ნაჭრებად, მოასხით, 1 ს/კ სოიოს სოუსი, 1 ჩ/კ ძმარი, 1 ჩ/კ შაქარი, მოაყარეთ პილპილი, მარილი, 1 ს/კ სიმინდისა და 1 ს/კ ხორბლის ფქვილი, კარგად აურიეთ და გააჩერეთ 15 წუთით.DSC_0196

 გაახურეთ ტაფა, დაასხით 1 ს/კ ზეთი, დააყარეთ დაჭრილი ქათამი, ისე, რომ ერთმანეთთი არ დაფაროს, თორემ არ დაიბრაწება (თუ საჭიროა ორ ნაწილად შეწვით, კარგად, რომ დაიბრაწოს). შეწვით მაღალ ცეცხლზე ყველა მხრიდან, კDSC_0201არგად უნდა შეიწვას და ოდნავ ფერიც შეიცვალოს. როდესაც მომზადდება, გადმოიღეთ ჯამზე.

 იმავე ტაფაზე დაყარეთ დაქუცმაცებული ნიორი, მწვანე ხახვი, ფორთოხლის ცედრა, მთლიანი წითელი წიწაკა და დაჭრილი მწვანე, ნედლი წიწაკა. ნიორი რომ ფერს შეიცვლის, დაამატეთ კოჭა. 1-2 წუთში კი, დააყარეთ შაქარი, მოასხით სოიოს სოუსი, ფორთოხლის წვენი და კარDSC_0209გად ამოურიეთ. შემდეგ, დაამატეთ ძმარი, შავი პილპილი და გააგრძელეთ მზადება. პარალელურად 100 გრამ წყალში გახსენით 1 ს/კ სიმინდის სახამებელი (მე სახამებელი არ მქონდა, ამიტომ შევცვალე 2 ს/კ ხორბლის ფქვილით, თუმცა ამის გამო სოუსი უფრო ბლანტი და გაუმჭვირვალე გახდა და თან მზადებაც უფრო დიდხანს დამჭირდა, ფქვილის გემო, რომ გამქრალიყო), ჩაამატეთ სოუსს და თან ურიეთ; კარგად, რომ შესქელდება DSC_0230და წებოვანი გახდება, ჩაამატეთ ქათმის ნაჭრები, მოაყარეთ მარილი, გააჩერეთ 2-3 წუთი და მზად არის.

მიირთვით ცხელი, ბრინჯთან ერთად.

 

Advertisements

5 Comments Add yours

    1. belfii says:

      დავდებ უხორცო რეცეპტებსაც :))) პრინციპში, ბოსტნეული უფრო მიყვარს… 🙂

  1. დამაკლდა შენი რეცეპტები ❤

    1. belfii says:

      სიზარმაცეეეეე 😀 ❤

      1. ველი ახლეეებს :*

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s