აკროშკა

აკროშკა ზაფხულში ნამდვილი მისწრებაა. სხვა რის რეცეპტს დავწერდი ამდენი ხნის პაუზის შემდეგ თუ არა აკაროშკისას. 🙂

ძალიან მიყვარს ეს წვნიანი, გამაგრილებელი, სასარგებლო, გემრიელი. ნამდვილად უხდება ზაფხულის ცხელ დღეებს. მე ჩემეულ რეცეპტს გთავაზობთ, რომელიც მამამ მასწავლა. ამ წვნიანის ბევრი სხვა ვარიანტიც არსებობს, თუმცა მე ეს მირჩევნია. 🙂

გირჩევთ მოსინჯოთ. თან ძალიან მარტივია მოსამზადებლად.

შემადგენლობა:

  1. კიტრი _ 3-4 ც. საშუალო ზომის;
  2. კარტოფილი _ 5-6 ც. საშუალო ზომის;DSC_0559
  3. კვერცხი _ 4ც;
  4. ლორი _ 250გ;
  5. მწვანე ხახვი _ 1 კონა;
  6. ცერეცო (ზოგჯერ კამად წოდებული, იგივე Dill) _ 1 კონა;
  7. მაწონი _ 1 ლ;
  8. წყალი 2 ლ;DSC_0560
  9. შავი პილპილი და მარილი გემოვნებით;

მომზადება:

წვრილად დაჭერით ლორი, კიტრი და მწვანილები. მოხარშეთ და ასევე, წვრილად დაჭერით კვერცხი და კარტოფილი. ეს ყველDSC_0561აფერი ჩაყარეთ ემალირებულ ან კერამიკის ჭურჭელში.

ქილაში გააზავეთ მაწონი წყალთან, ერთ წილ მაწონზე უნდა ორი წილი წყალი. ეს ნაზავი დაასხით დაჭრილ მასას, გემოვნებით შეკმაზეთ მარილით და პილპილით, შემდეგ შედგით მაცივარში და კარგად გააგრილეთ.DSC_0562

გემრიელად მიირთვით!

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s