ბროკოლის კრემ-სუპი

ბროკოლის კრემ-სუპის მომზადება მშვენირი გამოსავალია, როდესაც გჭირდებათ გემრიელი, სასარგებლო და სწრაფად მოსამზადებელი კერძი. რეკომენდაციას ვუწევ. 🙂

შემადგენლობა:

  1. ბროკოლი – 1 პატარა თავი;
  2. კარტოფილი 2-3 მომცრო ზომის;
  3. სტაფილო – 1 პატარა;
  4. ნიახური 2-3 ღერი;DSC_0147
  5. მწვანე ხახვი ან პრასი – 4-5 ღერი  ( ჩვეულებრივი ხახვით შეცვლაც შეიძლება);
  6. ნიორი 1-2 კბილი;
  7. კამა, ქინძი – გემოვნებით;
  8. ზეთი ან კარაქი – 1 ს/კ;
  9. მარილი, პილპილი – გემოვნებით;

მომზადება:

მწვანე ხახვი და ნიორი მოშუშეთ DSC_0150ზეთში, როდესაც ოქროსფერი გახდება და გემრიელ სუნს გაუშვებს, დაამატეთ კუბებად დაჭრილი კარტოფილი. კარტოფილი, რომ ოდნავ მოიბრაწება, ჩაყარეთ ნიახური, ბროკოლი და 2-3 წუთს შუშეთ. შემდეგ დაუმატეთ ადუღებული წყალი, ისე რომ 3-5 სანტიმეტრით აცდეს მოშუშულ ინგრედიენტებს.

15-20 წუთში, შეიძლება უფრო ადრეც, როდესაც კარტოფილი დარბილდება, გადმოდგით წვნიანი ქურიდან, დაუმატეთ კამის და ქინძის 2/3 და დააბლენდერეთ (კარგი საშუალებაა ხელის DSC_0154ბლენდერი, მადლობა დედას ( ^_^). შემდეგ, წვნიანი ისევ შემოდგით ცეცხლზე, შეაზავეთ მარილითდა პილპილით, სურვილის შემთხვევაში დაამატეთ დაბალპროცენტიანი ნაღები ( იქნება მეტად ნოყიერი ) და მოაყარეთ დარჩენილი მწვანილი.

ესეც ასე, გემრიელად მიირთვით.

Advertisements

3 Comments Add yours

  1. რა კარგია, ხვალ ვაპირებდი კრემ სუპის მომზადებას ზუსტად ❤ ბროკოლი იდეალური ვარიანტია. მადლობა ბელფი :*

  2. belfii says:

    ფუმფულაფიფქო არაფრის. ❤

  3. ❤ მოვამზადე და უგემრიელესი გამოვიდა ❤ ძალიან გემრიელი! მადლობა რეცეპტისთვის! ველი ახალ რეცეპტებსაც ❤

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s