მიდიები თეთრ ღვინოში

ამ ზაფხულს, ზღვაზე ყოფნისას, აღმოვაჩინე, რომ ბათუმის თევზის ბაზარში, ე.წ. მელკიმორიაში საკმაოდ იაფად შეიძლება ახალი მიდიების შეძენა. მომცრო ზომისები 5-6 ლარი ღირდა, ცოტათი მოზრდილები 8-9 ლარი. შვებულებისას, ქობულეთი-ბათუმის გზაზე რამდნეჯერაც გავიარე, იმდენჯერ ვიყიდე, — ვერ გავუძელი ცდუნებას. :)))) ბაზარში მითხრეს, ცივ თვეებშიც იყიდება ხოლმე, მაგრამ ყოველთვის არა და თან ძვირიაო.

ისეთ გემრიელი ვერ გამოვა, როგორც ახალი მიდიებით, თუმცა, გაყინულითაც შეიძლება ამავე კერძის მომზადება. მართლა უმარტივესია, აი მარტივზე მარტივი..

შემადგენლობა:

  1. მიდიები – 1 კგ;
  2. თეთრი ღვინო – 300 მლ;
  3. კარაქი – 1 სუფრის კოვზი;
  4. ნიორი – 2-3 კბილი;
  5. ოხრახუში – 4-5 ღერო;
  6. მარილი და პილპილი – გემოვნებით.

მომზადება:

თუ ამ კერძს ახალი მიდიებით აკეთებთ, პირველი და ერთადერთი საჩოთირო ეტაპი ამ რეცეპტში გარეცხვაა. ბაზარში კილოგრამ მიდიას 1 ლარად გაგიწმენდ-გაგირეცხავენ, მაგრამ მე მერე კიდევ კარგა ხანს ვასუფთავე სახლში. 🙂 კარგად გარეცხეთ მიდიები და დატოვეთ საწურზე. გადაყარეთ გახსნილი მიდიები. ქვაბი დადგით ცეცხლზე და კარაქში მოშუშეთ წვრილად დაჭრილი ნიორი. ნიორი გემრიელ სუნს რომ გაუშვებს, დაასხით ღვინო და აადუღეთ. ადუღებისას, ღვინო რომ ორთქლს აუშვებს, ჩაყარეთ მიდიები და ქვაბს თავსახური მჭიდროდ დაახურეთ. პერიოდულად თავსახურიანადვე შეანჯღრიეთ. დაახლოებით 3-4 წუთში მიდიები დაიწყებენ გახსნას. ყველა მიდია რომ გაიხსნება – კერძი მზადაა. სუფრაზე მიტანის წინ მოაყარეთ დაჭრილი ოხრახუში.

P.S. მიდიებისთვის მარილი არ დამიმატებია, რადგან თითონ აქვს მარილი, მაგრამ გასინჯეთ წვენი და გემოვნებით დაამატეთ, თუ თქვენ გსურთ.

გემრიელად მიირთვით!

  1. dsc_0036
    დამღლელი პროცესი :))

    dsc_0056dsc_0076

    dsc_0087
    შედეგი ❤

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s