პასტა ოხრახუშის პესტოთი

პასტა მიყვარს ძალიან, პამიდვრის, ბოლონეზეს, ყველის იქნება თუ ზღვის პროდუქტის საწებლით. ძალიან ხშირად ვაკეთებ ხოლმე. რიგ შემთხვევებში, ორიგინალ რეცეპტებს ჩემეული ინტერპრეტაციებით ვანაცვლებ. რამდენიმე დღის წინ პესტო ვცადე ქართულ მოტივებზე და მართლა ძალიან გემრიელი გამოვიდა. გირჩევთ სცადოთ, ძალიან მარტივია.

შემადგენლობა:

  1. პასტა (რომელი ფორმისაც გაგიხარდებათ) – 500 გ;
  2. ოხრახუში – 1 მოზრდილი და ფუმფულა კონა;
  3. ნიგოზი – 60 გრ;
  4. ნიორი – 2-3 კბილი;
  5. ცივი გამოხდის ზეითუნის ზეთი – 100 მლ;
  6. ნედლი წიწაკა – გემოვნებით;
  7. მარილი და პილპილი – გემოვნებით.

მომზადება:

ცეცხლზე შემოდგით დიდი ქვაბით წყალი და აადუღეთ, შემდეგ ჩაყარეთ ბლომად მარილი (1 ჩკ მაინც) და რომ წამოდუღდება ჩაყარეთ პასტა. ხარშეთ შეფუთვაზე მითითებული დროის განმავლობაში (თავზე არ დაახუროთ ქვაბს). მნიშვნელოვანია, რომ პასტა არ იყოს გადახარშული.

პარალელურად, ბლენდერში ჩაყარეთ ნიგოზი, უხეშად დაჭრილი ნიორი, ოხრახუში, წიწაკა და დანარჩენილი ინგრედიენტებიც. დააბლენდერეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. შეიძლება ცოტათი ზეთი ან ოდნავ გადადუღებული წყლის დამატება დასჭირდეს თუ ძალიან სქელი გამოვიდა.

როდესაც პასტა მოიხარშება, გადაწურეთ, დააბრუნეთ დაბალ ცეცხლზე, დაასხით ოხრახუშის პესტო და ამოურიეთ. გადმოდგით ცეცხლიდან, გადაიტანეთ თეფშებზე და მოახეხეთ პარმეზანი (თუ პარმეზანი არ გაქვთ, მშვენივრად უხდება ქართული ყველიც).

დარწმუნებული ვარ მარტივად მოამზადებთ. გემრიელად მიირთვით!

DSC_0703.JPG

 

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s