მხლოვანა

სახლში ცომი როცა გაქვთ და გაზაფხულია, ტვინის ჭყლეტა არ გჭირდებათ, არც ბევრი ფანტაზია — შეგიძლიათ მხლოვანა მოამზადოთ. აქამდე არასდროს მომიმზადებია, მაგრამ ძალიან მარტივია და მართლაც გემრიელია, სიტყვაზე მენდეთ :))). არ ვიცი მხლოვანასთვის საჭირო ცომის ტრადიციული რეცეპტი, მე ჩვეულებრივი, ხაჭაპურის ცომი გამოვიყენე და მშვენივრად მოუხდა. :)))) (მოგვიანებით, ცალკე დავწერ ცომის რეცეპტსაც, იქნებ ვინმეს გამოადგეს)

შემადგენლობა (2 მოზრდილი მხლოვანასთვის)

  1. ჭარხლის ფოთოლი – 1 კონა/შეკვრა;
  2. ისპანახი – 1 კონა/შეკვრა;
  3. მწვანე ხახვი – 1 კონა/შეკვრა;
  4. ყველი – 300-400 გ.
  5. გამდნარი კარაქი – 80-100 გ.
  6. მარილი.

მომზადება:

გარეცხეთ ჭარხლის ფოთოლი და ისპანახი, დაჭერით წვრილად და ჩაყარეთ მოზრდილ ჯამში. მოაყარეთ ბლომად მსხვილი მარილი (1 ს/კ მაინც) და მოსრისეთ. სითხე რომ გამოუვა, კარგად გაწურეთ (სველი თუ იქნა, ცომს დაალბობს). მწვანე ხახვი წვრილად დაჭერით, ყველი დახეხეთ, კარაქი გაადნეთ და ეს ყველაფერი დაუმატეთ ჭარხლიან/ისპანახიან მასას. ეს მასა გაყეთ ორ გუნდად.

წინასწარ მოაგუნდავეთ ცომი და 10-20 წუთით გააჩერეთ, რომ ცოტათი გაფუვდეს და დაისვენოს. ცოტათი გააბრტყელეთ ცომი, ჩადეთ შიგ ფხლიანი მასა და თავი მოუკარით ისევე, როგორც ხაჭაპურის შემთხვევაში გააკეთებდით. შემდგომ უკვე კარგად გააბრტყელეთ, მასა თანაბრად გადაანაწილეთ.

გაზქურაზე გაახურეთ ტაფა (მე ბებოს ნაქონი თუჯის ტაფა მაქვს და ძალიან კარგად ცხვება ზედ ყველაფერი), დააკარით მხლოვანა და დატოვეთ საშუალო ცეცხლზე. როდესაც ძირი მოებრაწება, გადმოაბრუნეთ და მოუსვით ცხიმი. როდესაც მეორე მხარეც დაიბრაწება, იმ მხარესაც მოუსვით ცხიმი, ცოტა ხანს გააჩერეთ, შემდგომ კი, გემრიელად მიირთვით!

DSC_0156DSC_0185.JPG

Advertisements

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s