ბრინჯი ბოსტნეულით, ჩინურ სტილში

 ბრინჯი ძალიან მიყვარს, თანაც ისეთი პროდუქტია, რომლითაც ბევრი განსხვავებული გემოს და სტილის მქონე კერძის მომზადება შეიძლება. განსაკუთრებით, მიყვარს ბრინჯის ე.წ stir fry (სწრაფად შემწვარი) ბოსტნეულთან ერთად. ეს ძალიან მარტივი და სწრაფად მოსამზადებელი კერძია, რომელშიც შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვა კერძის მომზადებისას მორჩენილი პროდუქტები. ძირითადი ინგრედიენტებია ბრინჯი, კვერცხი, სოიოს სოუსი, ბოსტნეული კი, შეგიძლიათ თქვენი გემოვნებით შეარჩიოთ. მრავალ შემთხვევაში…

ბოსტნეულის ცხელი სალათი

 ალბათ ყველას გქონიათ შემთხვევა, რომ რაღაც გინდათ, მაგრამ ბოლომდე არ იცით რა. მერე კიდევ, იმის გათვალისწინებით, თუ რა გაქვთ მაცივარში და თაროებზე, იწყებთ მზადებას. 🙂  დღესაც მინდოდა რაღაც გემრიელობის მომზადება, ზუსტად არ ვიცოდი რის. მოვამზადე კიდეც. წინასწარი რეცეპტი არ მქონია, თუმცა შეიძლება ჩინურ სტილში შემწვარი ბოსტნეულის ცხელი სალათა დავარქვათ. 🙂 შემადგენლობა: ბულგარული წიწაკა (სხვადასხვა ფერის) _…

ღუმელში გამომცხვარი კარტოფილი

  ჯეიმი ოლივერზე კულინარიის მოყვარულებს და არამოყვარულებსაც გსმენიათ. ხოდა ეს გამომცხვარი კარტოფილიც youtube-ს ჯეიმისეულ გვერდზე ვიპოვე. მაშინვე მივხვდი, რომ ძააალიან გემრიელი იქნებოდა. ხოდა კიდევაც მოვამზადე. მართლაც, დამიჯერეთ, უუგემრიელესია, მარტივი და განსხვავებული. შემადგენლობა: კარტოფილი _ 1კგ; კარაქი ან ზეთი _ 20-30 გრამი; მარილი და პილპილი _ გემოვნებით; დაფნის ფოთოლი, როზმარინი, ნიორი, ცერეცო (Dill) _ გემოვნებით; მომზადება:…