დამარინადებული ბროკოლის სალათი

 ბროკოლი ძალიან ჯანსაღი და სასარგებლო პროდუქტია. თუმცა დიდხანს დამუშავება და ზედმეტი “ზეწოლა” არ უყვარს. მე ბროკოლის მოყვარულთა რიგებიდან ვარ და ამიტომ, ხშირად ვამზადებ კერძებს ამ ინგრედიენტით. კულინარული მუზა და მადა ერთად მოდიან ხოლმე და რამე გემრიელის გაკეთებას მაიძულებენ. ეს სალათიც ასე მომზადდა. ძალიან გემრიელია, ძალიან ხრატუნა, არომატული და ფერადი. აუცილებლად მოამზადეთ. შემადგენლობა: ბროკოლი _ 1 მომცრო…

ბოსტნეულის ცხელი სალათი

 ალბათ ყველას გქონიათ შემთხვევა, რომ რაღაც გინდათ, მაგრამ ბოლომდე არ იცით რა. მერე კიდევ, იმის გათვალისწინებით, თუ რა გაქვთ მაცივარში და თაროებზე, იწყებთ მზადებას. 🙂  დღესაც მინდოდა რაღაც გემრიელობის მომზადება, ზუსტად არ ვიცოდი რის. მოვამზადე კიდეც. წინასწარი რეცეპტი არ მქონია, თუმცა შეიძლება ჩინურ სტილში შემწვარი ბოსტნეულის ცხელი სალათა დავარქვათ. 🙂 შემადგენლობა: ბულგარული წიწაკა (სხვადასხვა ფერის) _…

ხრატუნა სალათი

 მე ძალიან მიყვარს ხრატუნა, უმი ბოსტნეულის სალათები, მაიონეზის და მსგავსი რამე-რუმეების გარეშე. საბაზისოდ სალათის ფოთლებს და მწვანილებს ვიყენებ, ხან სტაფილოს და მწვანე ვაშლს ვუმატებ, ხან ბოლოკს და ჭარხალს, ხან (ზაფხულის სეზონზე, ძირითადად) კიტრს და პომიდორს, მოკლედ ყველა ფორმით მომწონს.  ამჯერად, ბოლოკით და ჭარხლით მოვამზადე, ძალიან გემრიელი გამოვიდა. თან, ჩემზე ანტიდეპრესანტივით მოქმდებს ასეთ უჟმურ ამინდებში, ეს…