ღუმელში გამომცხვარი კარტოფილი

  ჯეიმი ოლივერზე კულინარიის მოყვარულებს და არამოყვარულებსაც გსმენიათ. ხოდა ეს გამომცხვარი კარტოფილიც youtube-ს ჯეიმისეულ გვერდზე ვიპოვე. მაშინვე მივხვდი, რომ ძააალიან გემრიელი იქნებოდა. ხოდა კიდევაც მოვამზადე. მართლაც, დამიჯერეთ, უუგემრიელესია, მარტივი და განსხვავებული. შემადგენლობა: კარტოფილი _ 1კგ; კარაქი ან ზეთი _ 20-30 გრამი; მარილი და პილპილი _ გემოვნებით; დაფნის ფოთოლი, როზმარინი, ნიორი, ცერეცო (Dill) _ გემოვნებით; მომზადება:…

გუაკამოლე

     გუაკამოლე, მისი წმინდაწყლის მექსიკურობისდა მიუხედავად, ქართულ გემოებს მახსენებს. მე ძალიან მიყვარს, მარტივია, სასარგებლო და ძალიან გემრიელი. ჩემმა მეგობარმა მთხოვა ეს რეცეპტიც დამეწერა ბლოგზე, ხოდა ვწერ, იქნებ ვინმეს გამოადგეს. 🙂      გუაკამოლეს მთავარი ინგრედიენტი, ავოკადო, დიდი რაოდენობით ცხიმებს შეიცავს, თუმცაღა უჯერ ცხიმებს, რომელთა მიღებაც ორგანიზმისთვის ძალიან სასარგებლოა. უჯერი ცხიმების გარდა, ავოკადო შეიცავს, დიდი რაოდენობით…

პამპუშკები

პამპუშკები გემრიელი და ფუმფულა ფუნთუშ-პურუკებია და ძალიან უხდება ბორშჩს და სხვა წვნიანებს; მე ცალკეც გემრიელად მივირთმევ ხოლმე. ამ ყველაფერთან ერთად, უმარტივესი მოსამზადებელია, ხოდა არ დაიზაროთ, გააკეთეთ. 🙂 შემადგენლობა: ფქვილი _ 250 გ; რძე _ ½ ჭ; საფუარი _ 1 ½ ჩ/კ; შაქარი _ გემოვნებით (მე ერთ ჩაის კოვზს ვამატებ); კარაქი _ 1 ს/კ; მარილი _ გემოვნებით;…

ბორშჩი ხორცის გარეშე

ბორშჩი ჩემთვის ძალიან საყვარელი წვნიანია. ზამთარში ხშირად ვაკეთებ ხოლმე, მამაჩემის რეცეპტით. :)) ჰო, მამაჩემი უგემრიელეს ბორშჩს და არამხოლოდ ბორშჩს ამზადებს. ხოდა თქვენც გაგიზიარებთ. ამჯერად უხორცო, ვეგეტარიანულ და სამარხო ვერსიას, მე ასეთი უფრო მიყვარს (ალბათ ზოგიერთი იფიქრებს პირის გემო არ აქვსო 😀 ). შემადგენლობა: კომბოსტო _ 1 პატარა თავი (ან საშუალო თავის ნახევარი); სტაფილო _ 2 ცალი,…

საკვებზე, ოღონდ, სხვა კუთხით :)

   ჩვენთვის საყვარელი გემრიელობები, სასუსნავები თუ საკნაწუნოები, რეალურად მხოლოდ ჩვენი “საწვავია”, თუმცა ჩვენ ბენზინგასამართი სადგურები არ გვჭრდება “საწვავის” მარაგის შესავსებად და თანაც, საწვავად უამრავი სახის პროდუქტის მიღება შეგვიძლია. ჩვენი ჭკვიანი ტვინი “მოგვიწოდებს” და გვიქმნის სურვილს, რომ მივირთვათ, რათა მივიღოთ ენერგია.               ჩვენ მიერ მიღებული საკვები შედგება შემდეგი საკვები ნივთიერებებისგან: ცილები (იგივე პროტეინები)…

სტაფილოს და ქინძის სუპი

გემრიელი, სასარგებლო, მმმ, კიდევ ნოყიერი. ნამდვილად ასეთია სტაფილოს სუპი. 🙂 შემოდგომის და ზამთრის ცივი საღამოების გასაფერადებლად საუკეთესო საშუალებაა. სტაფილოს მოყვარულებს განსაკუთრებით მოგეწონებათ, მოამზადეთ, არ ინანებთ. შემადგენლობა: 1) სტაფილო _ 400გ; 2) კარტოფილი _ 1 ცალი, საშუალო ზომის; 3) ხახვი _ 1 ცალი საშუალო თავი; 4) ბოსტნეულის ბულიონის კუბი _ 1 ცალი; 5) კარაქი _ 10გ;…

ბანანის და შვრიის ხრაშუნები…

ვისაც შემოდგომის გრილ საღამოებში ჩაის სმა და ტკბილეულის ხრაშუნი უყვარს, ეს რეცეპტი აუცილებლად გამოადგება. ყველაზე გამოუცდელი ადამიანისთვისაც კი მარტივი მოსამზადებელია, თქვენ თითონ ნახავთ. 🙂 შემადგენლობა: 1) ბანანი -1 მოზრდილი; 2) კვერცხი – 1ც; 3) შაქარი – 50გ; 4) ფქვილი – 70გ; 5) შვრია – 100 გ; 6) კარაქი – 30გ; 7) გამაფხვიერებელი – 1ჩ/კ; 8)…