ბადრიჯნის ნავები

მე თუ მკითხავთ, ყველაზე შთამბეჭდავი და კარგად დასამახსოვრებელი შეგრძნებები, გემოვნების და ყნოსვის რეცეპტორებით შეიგრძნობა. მეც, ბავშვობიდან ყველაზე კარგად გემოები და სუნები მახსოვს – დედიკოს მარწყვის ტორტი, ფუნთუშები და ციტრუსის ნამცხვარი, მამიკოს ბორშჩი და სხვა წვნიანები, მამიდას ტოლმა და მწვანე ლობიოს აჯაფსანდალი, დეიდაჩემის მადამ ფუფუ და კიევური ნამცხვარი… მოკლედ, ეს სია მართლაც დაუსრულებელია. დეტალურად შემიძლია იმ…

ქათმის და ბოსტნეულის ხვეულა.

ეს კერძი ძალიან მიყვარს მეც, ჩემს მეუღლესაც, მეგობრებსაც. მარტივი მოსამზადებელია და ნამდვილად გემრიელობა გამოდის. მართალია ტკბილი არ არის, მაგრამ პირს ნამდვილად ჩაიტკბარუნებთ. კონკურენციას უწევს შაურმებს და მისთანანს 😀 🙂 სცადეთ, არ ინანებთ! ინგრედიენტები: ქათმის ფილე: 400 გრამი; სომხური ლავაში 1 შეკვრა (2 დიდი ფირფიტა); კიტრი: 2 ცალი საშუალო ზომის; პამიდორი: 5-6 ჩერი ან 1 ჩვეულებრივი;…

ისპანახი კვერცხით

ზამთარში განსაკუთრებით მენატრება მწვანე და ხრატუნა საჭმელი. ხუთშაბათს საღამოს სამსახურიდან დაბრუნებულს სახლში ისპანახი მეგულებოდა, მინდოდა რამე განსხვავებული გამეკეთებინა, მითუმეტეს ახალი წლების ფხალეულების მერე. შედეგად მართლა ძალიან გემრიელი, სასარგებლო და მწვანე კერძი მივიღე, რომელიც ჩემმა კერძის სტრუქტურისადმი მეტად პრეტენზიულმა მეუღლემაც სიამოვნებით მიირთვა. 😀 შემადგენლობა: ისპანახი – 3 კონა (დაახლოებით 1 1/2 კგ); ქინძი – 1 დიდი…

მხლოვანა

სახლში ცომი როცა გაქვთ და გაზაფხულია, ტვინის ჭყლეტა არ გჭირდებათ, არც ბევრი ფანტაზია — შეგიძლიათ მხლოვანა მოამზადოთ. აქამდე არასდროს მომიმზადებია, მაგრამ ძალიან მარტივია და მართლაც გემრიელია, სიტყვაზე მენდეთ :))). არ ვიცი მხლოვანასთვის საჭირო ცომის ტრადიციული რეცეპტი, მე ჩვეულებრივი, ხაჭაპურის ცომი გამოვიყენე და მშვენივრად მოუხდა. :)))) (მოგვიანებით, ცალკე დავწერ ცომის რეცეპტსაც, იქნებ ვინმეს გამოადგეს) შემადგენლობა (2…

პასტა ოხრახუშის პესტოთი

პასტა მიყვარს ძალიან, პამიდვრის, ბოლონეზეს, ყველის იქნება თუ ზღვის პროდუქტის საწებლით. ძალიან ხშირად ვაკეთებ ხოლმე. რიგ შემთხვევებში, ორიგინალ რეცეპტებს ჩემეული ინტერპრეტაციებით ვანაცვლებ. რამდენიმე დღის წინ პესტო ვცადე ქართულ მოტივებზე და მართლა ძალიან გემრიელი გამოვიდა. გირჩევთ სცადოთ, ძალიან მარტივია. შემადგენლობა: პასტა (რომელი ფორმისაც გაგიხარდებათ) – 500 გ; ოხრახუში – 1 მოზრდილი და ფუმფულა კონა; ნიგოზი –…

მიდიები თეთრ ღვინოში

ამ ზაფხულს, ზღვაზე ყოფნისას, აღმოვაჩინე, რომ ბათუმის თევზის ბაზარში, ე.წ. მელკიმორიაში საკმაოდ იაფად შეიძლება ახალი მიდიების შეძენა. მომცრო ზომისები 5-6 ლარი ღირდა, ცოტათი მოზრდილები 8-9 ლარი. შვებულებისას, ქობულეთი-ბათუმის გზაზე რამდნეჯერაც გავიარე, იმდენჯერ ვიყიდე, — ვერ გავუძელი ცდუნებას. :)))) ბაზარში მითხრეს, ცივ თვეებშიც იყიდება ხოლმე, მაგრამ ყოველთვის არა და თან ძვირიაო. ისეთ გემრიელი ვერ გამოვა, როგორც…

ბროკოლის კრემ-სუპი

ბროკოლის კრემ-სუპის მომზადება მშვენირი გამოსავალია, როდესაც გჭირდებათ გემრიელი, სასარგებლო და სწრაფად მოსამზადებელი კერძი. რეკომენდაციას ვუწევ. 🙂 შემადგენლობა: ბროკოლი – 1 პატარა თავი; კარტოფილი 2-3 მომცრო ზომის; სტაფილო – 1 პატარა; ნიახური 2-3 ღერი; მწვანე ხახვი ან პრასი – 4-5 ღერი  ( ჩვეულებრივი ხახვით შეცვლაც შეიძლება); ნიორი 1-2 კბილი; კამა, ქინძი – გემოვნებით; ზეთი ან კარაქი – 1…

აკროშკა

აკროშკა ზაფხულში ნამდვილი მისწრებაა. სხვა რის რეცეპტს დავწერდი ამდენი ხნის პაუზის შემდეგ თუ არა აკაროშკისას. 🙂 ძალიან მიყვარს ეს წვნიანი, გამაგრილებელი, სასარგებლო, გემრიელი. ნამდვილად უხდება ზაფხულის ცხელ დღეებს. მე ჩემეულ რეცეპტს გთავაზობთ, რომელიც მამამ მასწავლა. ამ წვნიანის ბევრი სხვა ვარიანტიც არსებობს, თუმცა მე ეს მირჩევნია. 🙂 გირჩევთ მოსინჯოთ. თან ძალიან მარტივია მოსამზადებლად. შემადგენლობა: კიტრი _ 3-4…

გენერალ ცოს ქათამი (არატრადიციული რეცეპტი)

 გენერალ ცოს ქათამი, ჩინური კერძია, ჰუნანის პროვინციიდან, რომლის შექმნის ისტორიაც მთლად ნათლად არ არის ცნობილი. ივარაუდება, რომ შეიქმნა 50-იან წლებში, ამერიკიდან დაბრუნებული ჩინელი შეფების მიერ. ამ კერძის მხოლოდ ფოტოს ნახვაც კი, სასწაულ მადაზე მოგიყვანთ, არაჩვეულებრივად გამოიყურება ოქროსფერ კარამელში გახვეული ხორცის ნაჭრები. ბოლო პერიოდში სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიური სამზარეულო ჩემი კუჭის ინტერესის ობიექტია და მეც ვცდილობ ასეთი მადისაღმძვრელი კერძები…

დამარინადებული ბროკოლის სალათი

 ბროკოლი ძალიან ჯანსაღი და სასარგებლო პროდუქტია. თუმცა დიდხანს დამუშავება და ზედმეტი “ზეწოლა” არ უყვარს. მე ბროკოლის მოყვარულთა რიგებიდან ვარ და ამიტომ, ხშირად ვამზადებ კერძებს ამ ინგრედიენტით. კულინარული მუზა და მადა ერთად მოდიან ხოლმე და რამე გემრიელის გაკეთებას მაიძულებენ. ეს სალათიც ასე მომზადდა. ძალიან გემრიელია, ძალიან ხრატუნა, არომატული და ფერადი. აუცილებლად მოამზადეთ. შემადგენლობა: ბროკოლი _ 1 მომცრო…

ვაშლის ნამცხვარი

  შაბათ-კვირას, რომ “მოგიწინწილებთ” და რამე ტკბილი მოგინდებათ, საკუთარ თავს ხომ არ გაანაწყენებთ. ჰოდა, მოამზადეთ ვაშლის პატარა ნამცხვრები, ხრატუნა ცომით და რბილი და არომატული შიგთავსით. ეს ნამცხვარი კარგად ეხამება შემოდგომის და ზამთრის ცივ საღამოებს, ჩაისთან ერთად რომ ვატარებთ ხოლმე. 🙂 შემადგენლობა: ფხვიერი მასისთვის: ფქვილი _ 320 გ; შაქარი _ 30 გ; ნახევარი ფორთოხლის ცედრა; მარილი _ 1/4…

ბრინჯი ბოსტნეულით, ჩინურ სტილში

 ბრინჯი ძალიან მიყვარს, თანაც ისეთი პროდუქტია, რომლითაც ბევრი განსხვავებული გემოს და სტილის მქონე კერძის მომზადება შეიძლება. განსაკუთრებით, მიყვარს ბრინჯის ე.წ stir fry (სწრაფად შემწვარი) ბოსტნეულთან ერთად. ეს ძალიან მარტივი და სწრაფად მოსამზადებელი კერძია, რომელშიც შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვა კერძის მომზადებისას მორჩენილი პროდუქტები. ძირითადი ინგრედიენტებია ბრინჯი, კვერცხი, სოიოს სოუსი, ბოსტნეული კი, შეგიძლიათ თქვენი გემოვნებით შეარჩიოთ. მრავალ შემთხვევაში…